Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გარე მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

იურიდიული ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს გარე მობილობას:

 

სტუდენტები, რომლებიც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით  students.emis.ge  მოიპოვებენ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლებას, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში .

 

თსუ–ის რექტორის 23.07.2025 წლის N152/01-01 ბრძანების  თანახმად განისაზღვრა 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

 

ა) პროცედურული ვადები: 


ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 12 – 15 სექტემბერი;  განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):


ა) განცხადება;


ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;


გ) პირადობის მოწმობის ასლი; 

 

დ) ფოტოსურათი (3X4) 2 ცალი


ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);


ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;


ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;


თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


ი) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


კ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის /შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის-„CERTUS”-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 16 – 17 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) –18-19 სექტემბერი 14:00 სთ-მდე; 

 

 


(დამოწმებული დოკუმენტაციის მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე:  თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №111 (იუროდიული ფაკულტეტის კანცელარია)

 

გისურვებთ წარმატებებს

თარიღი: 13/08/2025